OSTATO

ანგარიშის წაშლა

OSTATO-ს ანგარიშის სამუდამოდ წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

როგორ წაშალოთ აპიდან

  1. გახსენით OSTATO და შედით ანგარიშში.
  2. გადადით ჩანართზე პროფილი და აირჩიეთ ანგარიშის პარამეტრები.
  3. დააჭირეთ ანგარიშის წაშლა.
  4. დაადასტურეთ ღილაკით სამუდამოდ წაშლა.

რა იშლება

  • პროფილი და პირადი მონაცემები: სახელი, ელფოსტა ან ტელეფონი, მისამართი, ფოტოები;
  • მიმოწერის შეტყობინებები და ატვირთული ფაილები;
  • ვერიფიკაციის ფოტოები, თუ განხილვა ჯერ არ დასრულებულა;
  • აქტიური და მომლოდინე მოთხოვნები;
  • შენახული ოსტატები და შეტყობინებები.

რა რჩება

დასრულებული სამუშაოები და მათი შეფასებები ანონიმიზებული სახით რჩება — მათთან აღარ არის დაკავშირებული თქვენი სახელი, მისამართი და ფოტოები. ასე ოსტატის რეიტინგი და ისტორია არ ზიანდება. რეპორტები შეიძლება უსაფრთხოების მიზნით შევინახოთ.

როდის ვერ წაშლით

თუ გაქვთ სამუშაო, რომელზეც ოსტატი უკვე არჩეულია და ის ჯერ არ დასრულებულა (მათ შორის, ელოდება დადასტურებას, შეფასებას ან დავის განხილვას), ჯერ ის უნდა დასრულდეს ან გაუქმდეს.

თუ აპზე წვდომა აღარ გაქვთ

გამოგვიგზავნეთ წაშლის მოთხოვნა ან მოგვწერეთ: ostatoapp@gmail.com. მიუთითეთ ელფოსტა ან ტელეფონი, რომლითაც დარეგისტრირდით. ვინაობის დასადასტურებლად შეიძლება დაგიკავშირდეთ. წაშლას გონივრულ ვადაში შევასრულებთ და იგივე წესები მოქმედებს — რა იშლება და რა ანონიმიზდება, ზემოთ წერია.

წაშლა შეუქცევადია — წაშლილ ანგარიშს ვეღარ აღვადგენთ.