OSTATO

როგორ მუშაობს

მარტივი ნაბიჯები მოთხოვნის გამოქვეყნებიდან დასრულებულ სამუშაომდე — ყველაფერი ერთ აპში.

მომხმარებლისთვის

1

გამოაქვეყნე მოთხოვნა

აღწერე, რა გჭირდება, და დაამატე ფოტოები — რაც უფრო დეტალურია აღწერა, მით უფრო ზუსტ ფასს მიიღებ.

2

მიიღე შეთავაზებები

ვერიფიცირებული ოსტატები შენი მოთხოვნის ნახვის შემდეგ კონკრეტულ ფასს გთავაზობენ.

3

აირჩიე ოსტატი

შეადარე ოსტატები რეიტინგითა და ფასით, შეთანხმდი მიმოწერაში და სამუშაოს დასრულების შემდეგ შეაფასე.

გამოაქვეყნეთ მოთხოვნა, შეადარეთ ოსტატების ფასები და შეთანხმდით აპის მიმოწერაში — ყველაფერი ერთ ადგილას.

მოთხოვნის გამოქვეყნება

  • აირჩიეთ სერვისი — ჯერ ჯგუფი (მაგ. „სანტექნიკა“), შემდეგ კონკრეტული სამუშაო (მაგ. „ონკანი“) ან „სხვა“ — და აღწერეთ, რა უნდა გაკეთდეს. სურვილისამებრ დაამატეთ 3-მდე ფოტო — რაც უფრო ზუსტია აღწერა, მით უფრო ზუსტ ფასს შემოგთავაზებენ.
  • მიუთითეთ მისამართი, რაიონი, თარიღი და დრო. დროდ შეგიძლიათ აირჩიოთ ერთსაათიანი შუალედი ან „ნებისმიერ დროს“.
  • ფასს თქვენ არ უთითებთ: ოსტატი მას თქვენი აღწერისა და ფოტოების ნახვის შემდეგ გთავაზობთ.
  • სანამ ოსტატს აირჩევთ, მოთხოვნის რედაქტირება და გაუქმება შეგიძლიათ. მოთხოვნა 30 დღე მოქმედებს: ვადის გასვლამდე შეგახსენებთ და შეგიძლიათ განაახლოთ.
  • თუ კონკრეტული ოსტატი გაინტერესებთ, მის პროფილზე დააჭირეთ „მიწერა“. ასე იქმნება პირადი მოთხოვნა, რომელსაც მხოლოდ ეს ოსტატი ხედავს. „მიწერა“ მხოლოდ ვერიფიცირებულ ოსტატებთან შეიძლება.

შეთავაზებების მიღება

  • ფასს მხოლოდ ვერიფიცირებული ოსტატები გთავაზობენ. ხედავთ მათ რეიტინგს, შეფასებებს, გამოცდილებასა და ნამუშევრებს, შეთავაზებები კი შეგიძლიათ დაალაგოთ ფასის, რეიტინგის ან გამოცდილების მიხედვით.
  • დეტალები მიმოწერაში დააზუსტეთ. თუ ოსტატი ფასს შეცვლის, მიმოწერაში ფასის ბარათს გამოგიგზავნით, რომელიც 7 დღე მოქმედებს.
  • ზუსტ მისამართს ოსტატები ვერ ხედავენ, სანამ რომელიმე მათგანს არ აირჩევთ.

ოსტატის არჩევა

  • ოსტატს აირჩევთ ღილაკით „არჩევა“ ან მიმოწერაში მისი ფასის ბარათზე „დათანხმებით“. ფასი ფიქსირდება, ოსტატს ეცნობება და ის იღებს თქვენს ზუსტ მისამართს (შესასვლელთან, ბინასა და კარის კოდთან ერთად).
  • დანარჩენ დაინტერესებულ ოსტატებს ეცნობებათ, რომ სამუშაოსთვის სხვა აირჩიეთ.
  • საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგეგმილი დრო შეცვალოთ ან სამუშაო მიზეზის მითითებით გააუქმოთ.

დასრულება და შეფასება

  • სამუშაოს დასრულებისას ოსტატი აპში მონიშნავს „სამუშაო დავასრულე“, თქვენ კი მიმოწერაში და შეტყობინებით მიიღებთ დასრულების ბარათს. თუ ოსტატმა ეს არ გააკეთა, დაგეგმილი დროის შემდეგ თავად შეგიძლიათ მონიშნოთ „სამუშაო შესრულდა“.
  • დაადასტურეთ დასრულება და შეაფასეთ ოსტატი. შეფასება ანონიმურია და სავალდებულო: სანამ არ შეაფასებთ, აპი ყოველ გახსნაზე შეფასების გვერდს გაჩვენებთ.
  • თუ სამუშაო არ შესრულებულა, დადასტურების ნაცვლად დააჭირეთ „პრობლემა მაქვს“ — საკითხს ჩვენი გუნდი განიხილავს.
  • თუ 72 საათის განმავლობაში არც დაადასტურებთ და არც პრობლემას მიუთითებთ, დასრულება ავტომატურად დადასტურდება.
  • თუ არჩეულმა ოსტატმა სამუშაო გააუქმა, მოთხოვნას დანარჩენი ოსტატებისთვის ხელახლა გახსნით.
  • ანგარიშსწორება ამჟამად აპის გარეთ ხდება — OSTATO თანხას არ იღებს და არ ინახავს.

უსაფრთხოების დეტალები: უსაფრთხოება და ნდობა. კითხვები: დახმარება.

ოსტატისთვის

1

დარეგისტრირდი ოსტატად

შეავსე პროფილი: პროფესია, სამუშაო არეალი, გამოცდილება და ფოტო. სერთიფიკატები და ნამუშევრები ნდობას ზრდის.

2

გაიარე ვერიფიკაცია

გადაიღე პირადობის ან მართვის მოწმობა და სელფი — ჩვენ მათ შევადარებთ. ფასის შეთავაზება მხოლოდ ვერიფიცირებულ ოსტატს შეუძლია.

3

იპოვე მოთხოვნები

ლენტაში ხედავ ღია მოთხოვნებს შენი პროფესიისა და არეალის მიხედვით — აღწერითა და ფოტოებით.

4

შესთავაზე ფასი

ფასს შენ ადგენ. მიმოწერაში დეტალებს დააზუსტებ და საჭიროებისას ახალ ფასს შესთავაზებ.

5

შეასრულე სამუშაო

თუ მომხმარებელმა აგირჩია, ზუსტ მისამართს მიიღებ. დასრულების შემდეგ დააჭირე „სამუშაო დავასრულე“.

6

მიიღე შეფასება

მომხმარებელი დასრულებას ადასტურებს და ანონიმურ შეფასებას გიტოვებს — ასე იქმნება შენი რეპუტაცია და რეიტინგი.

OSTATO გაკავშირებთ მომხმარებლებთან, რომლებსაც სწორედ თქვენი სამუშაო სჭირდებათ. მოთხოვნებს თავად ირჩევთ, ფასს თავად ადგენთ, კარგი შეფასებები კი თქვენს რეპუტაციას ქმნის.

როგორ დაიწყოთ

  1. ჩამოტვირთეთ აპი და რეგისტრაციისას აირჩიეთ როლი „ოსტატი“. დარეგისტრირება შეგიძლიათ ელფოსტით, Google-ით ან Apple-ით (iPhone-ზე).
  2. შეავსეთ პროფილი: პროფესია (მთელი ჯგუფი, მაგ. „ელექტროობა“, ან მხოლოდ ის სამუშაოები, რასაც აკეთებთ), სამუშაო არეალი და გამოცდილება სავალდებულოა. პროფილის ფოტო, აღწერა, სერთიფიკატები და ნამუშევრების ფოტოები ნდობას ზრდის.
  3. გაიარეთ ვერიფიკაცია (იხ. ქვემოთ) — მის გარეშე ფასის შეთავაზება შეუძლებელია.
  4. ნახეთ მოთხოვნები და შესთავაზეთ ფასი.

საცხოვრებელი მისამართის მითითება არ გჭირდებათ — საკმარისია სამუშაო არეალი.

ვერიფიკაცია

აპში იღებთ პირადობის ან მართვის მოწმობის ფოტოს და სელფის, ჩვენი გუნდი კი მათ ადარებს და ამოწმებს, ემთხვევა თუ არა სახელი პროფილს.

  • ფოტოები კერძოა: მათ მხოლოდ თქვენ და ჩვენი ადმინისტრაცია ხედავს, ისინი არსად ქვეყნდება და განხილვის შემდეგ იშლება.
  • დადასტურების შემდეგ პროფილზე ვერიფიცირებულის ნიშანი ჩნდება, სიებში კი ვერიფიცირებული ოსტატები პირველები ჩანან.
  • შედეგს აპში შეტყობინებით გაიგებთ. უარის შემთხვევაში ნახავთ მიზეზს და შეგიძლიათ თავიდან სცადოთ.
  • თუ შეცვლით სახელს ან გვარს, ვერიფიკაცია მოიხსნება და ხელახლა უნდა გაიაროთ; მანამდე ფასს ვერ შესთავაზებთ.

მოთხოვნები

  • ლენტა. ხედავთ ღია მოთხოვნებს თქვენი პროფესიისა და სამუშაო არეალის მიხედვით. ლენტაში შეგიძლიათ ჩართოთ „ყველა მოთხოვნის ნახვა“ და სხვა სერვისების მოთხოვნებიც ნახოთ.
  • დეტალები. ხედავთ აღწერას, ფოტოებს, რაიონს, თარიღსა და დროს. ზუსტ მისამართს მხოლოდ მაშინ ნახავთ, როცა მომხმარებელი თქვენ აგირჩევთ.
  • პირადი მოთხოვნა. თუ მომხმარებელმა პირდაპირ თქვენ მოგწერათ, მოთხოვნას მხოლოდ თქვენ ხედავთ. შეგიძლიათ უარი თქვათ.
  • ხელმისაწვდომობა. მთავარ ეკრანზე გადამრთველით წყვეტთ, მიიღოთ თუ არა შეტყობინება ახალ მოთხოვნებზე. გამორთვის შემდეგაც ლენტაში ყველაფერს ხედავთ, უბრალოდ შეტყობინება აღარ მოგივათ.

ფასის შეთავაზება და არჩევა

  • მოთხოვნის ნახვის შემდეგ სთავაზობთ კონკრეტულ ფასს. ფასს მხოლოდ თქვენ ადგენთ — მომხმარებელი ბიუჯეტს არ უთითებს.
  • ფასის გაგზავნის შემდეგ შეგიძლიათ მომხმარებელს მიმოწერაში მისწეროთ, დეტალები დააზუსტოთ და საჭიროებისას ახალი ფასი შესთავაზოთ. მიმოწერის ფასის ბარათი 7 დღე მოქმედებს.
  • სანამ მომხმარებელი არჩევანს გააკეთებს, შეთავაზების გაუქმება შეგიძლიათ.
  • თუ აგირჩიეს, მიიღებთ შეტყობინებას და ზუსტ მისამართს. თუ სხვა აირჩიეს, ამასაც შეგატყობინებთ.

სამუშაოს შესრულება

  1. შეასრულეთ სამუშაო შეთანხმებულ დროს.
  2. დასრულების შემდეგ აპში დააჭირეთ „სამუშაო დავასრულე“. დაგეგმილ დრომდე ეს შეუძლებელია. თუ დაგავიწყდათ, დაგეგმილი დროიდან 24 საათში შეგახსენებთ.
  3. მომხმარებელი ადასტურებს დასრულებას და აფასებს თქვენს სამუშაოს. თუ ის 72 საათის განმავლობაში არ გამოეხმაურება, დასრულება ავტომატურად დადასტურდება.
  4. თუ სამუშაოს შესრულებას ვერ ახერხებთ, გააუქმეთ ის და მიუთითეთ მიზეზი. მომხმარებელს ეცნობება და შეძლებს, მოთხოვნა დანარჩენი ოსტატებისთვის ხელახლა გახსნას.

ანგარიშსწორება ამჟამად აპის გარეთ ხდება — OSTATO თანხას არ იღებს და არ ინახავს.

რეპუტაცია და რეიტინგი

  • სამუშაოს დასრულების შემდეგ მომხმარებელი ანონიმურ შეფასებას გიტოვებთ, რომელსაც ერთხელ შეგიძლიათ უპასუხოთ.
  • პროფილზე ჩანს თქვენი რეიტინგი, შეფასებების რაოდენობა და დასრულებული სამუშაოები.
  • „ტოპ ოსტატების“ სიაში მხოლოდ საშუალო ქულა არ ითვლება: ერთი ხუთვარსკვლავიანი შეფასება ბევრი შეფასების მქონე ოსტატს ვერ გაუსწრებს. სანამ შეფასებები არ დაგიგროვდებათ, პროფილზე „ახალი ოსტატის“ ნიშანი ჩანს.
  • რაც უფრო სრულია პროფილი (ფოტო, აღწერა, ნამუშევრები, სერთიფიკატები), მით უფრო ხშირად აგირჩევენ.

ხშირი კითხვები

რა ღირს რეგისტრაცია? რეგისტრაცია და ფასის შეთავაზება ამჟამად უფასოა.

შემიძლია რამდენიმე პროფესიის მითითება? დიახ. ლენტაში ყველა მათგანის მოთხოვნებს ნახავთ.

რა ხდება, თუ მომხმარებელს პრეტენზია აქვს? დავას ჩვენი გუნდი განიხილავს, თქვენ კი შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი მხარე. დეტალები: უსაფრთხოება და ნდობა.

შემიძლია ანგარიშის წაშლა? დიახ, ნებისმიერ დროს — ინსტრუქცია.

გაქვთ კითხვა? დახმარება.

მზად ხარ, დაიწყო?

მალეGoogle PlayმალეApp Store