კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წლის 22 ოქტომბერი
მოკლედ
- ვაგროვებთ მხოლოდ იმას, რაც აპის მუშაობისთვის სჭირდება.
- ზუსტი მისამართი მხოლოდ თქვენ მიერ არჩეულ ოსტატს ჩანს.
- შეფასებები ანონიმურია, ვერიფიკაციის ფოტოები კერძოა და განხილვის შემდეგ იშლება.
- მონაცემებს არ ვყიდით და რეკლამისთვის არ ვიყენებთ.
- ანგარიშის წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ აპიდან.
შინაარსი
- ვინ ვართ
- რა მონაცემებს ვაგროვებთ
- ვის რა ჩანს
- რისთვის ვიყენებთ
- ნებართვები თქვენს მოწყობილობაზე
- ვისთან ვიზიარებთ
- რამდენ ხანს ვინახავთ
- თქვენი უფლებები
- როგორ ვიცავთ მონაცემებს
- ცვლილებები და კონტაქტი
1. ვინ ვართ
OSTATO არის აპლიკაცია, რომელიც საქართველოში აკავშირებს დამკვეთებს ადგილობრივ ოსტატებთან. ეს პოლიტიკა განმარტავს, რა მონაცემებს ამუშავებს OSTATO-ს აპი (Android და iOS) და ეს ვებგვერდი. აპი განკუთვნილია 18 წლის და უფროსი მომხმარებლებისთვის.
2. რა მონაცემებს ვაგროვებთ
თქვენ მიერ მოწოდებული
- ანგარიში: სახელი, გვარი, ელფოსტა (ან ტელეფონის ნომერი), პაროლი — ინახება მხოლოდ დაშიფრული სახით.
- დამკვეთის მისამართი: მისამართი, შესასვლელი, ბინა და კარის კოდი — მოთხოვნის მისამართის წინასწარ შესავსებად.
- მოთხოვნა: კატეგორია, აღწერა, ფოტოები, რაიონი, ზუსტი მისამართი, სასურველი თარიღი და დრო.
- ოსტატის პროფილი: პროფილის ფოტო, პროფესიები, სამუშაო არეალი, გამოცდილება, აღწერა, სერთიფიკატებისა და ნამუშევრების ფოტოები, ფასები.
- ვერიფიკაციის ფოტოები — პირადობის ან მართვის მოწმობის ფოტო და სელფი: ოსტატის ვინაობის დასადასტურებლად. ინახება კერძო საცავში, არასდროს ქვეყნდება და ადმინისტრაციის გადაწყვეტილების (დადასტურება ან უარყოფა) შემდეგ იშლება. რჩება მხოლოდ დოკუმენტის ტიპი და გადაწყვეტილება.
- მიმოწერა: შეტყობინებები, ფოტოები და ფასის შეთავაზებები.
- შეფასებები: ვარსკვლავები, ტექსტი და ფოტოები, ასევე ოსტატის პასუხი.
- რეპორტები და დაბლოკვა: რეპორტის მიზეზი და დეტალები; ვინ დაბლოკეთ.
- მიმართვები: დახმარების ფორმით გამოგზავნილი ელფოსტა ან ტელეფონი და ტექსტი. სპამისგან დასაცავად ფორმა ინახავს თქვენი IP-მისამართის ჰეშს (არა თავად მისამართს) 1 საათით.
ავტომატურად შექმნილი
- მოწყობილობის push-იდენტიფიკატორი და პლატფორმა — შეტყობინებების გასაგზავნად (სისტემიდან გასვლისას გამოირთვება).
- შეტყობინებების პარამეტრები და აპის ენა — რომ შეტყობინებები და წერილები თქვენს ენაზე მოვიდეს.
- სამუშაოს სტატუსები, ოსტატის ხელმისაწვდომობა, რეიტინგი და დასრულებული სამუშაოების რაოდენობა.
- აპის შეცდომები: აპის ავარიისას — შეცდომის ტექსტი, აპის ვერსია და პლატფორმა (გამოიყენება მხოლოდ შეცდომების გასასწორებლად).
Google-ით ან Apple-ით შესვლისას
ვიღებთ სახელს და ელფოსტას, რომლებსაც ეს სერვისები გვაწვდიან.
რასაც არ ვაგროვებთ: ადგილმდებარეობის ისტორიას (იხ. 5. თავი), კონტაქტების სიას, სარეკლამო იდენტიფიკატორებს.
3. ვის რა ჩანს
| რა | ვინ ხედავს |
|---|---|
| ოსტატის სახელი, გვარი, პროფილის ფოტო, პროფესია, სამუშაო არეალი, გამოცდილება, აღწერა, ფასები, ნამუშევრების ფოტოები და რეიტინგი | აპის ყველა მომხმარებელი |
| მოთხოვნის კატეგორია, აღწერა, ფოტოები, რაიონი, თარიღი, დრო და დამკვეთის სახელი და გვარი | ოსტატები, რომლებსაც ეს მოთხოვნა ლენტაში უჩანთ. პირად მოთხოვნას მხოლოდ მოწვეული ოსტატი ხედავს. ოსტატის არჩევის შემდეგ — მხოლოდ არჩეული ოსტატი |
| ზუსტი მისამართი, შესასვლელი, ბინა და კარის კოდი | მხოლოდ თქვენ და თქვენ მიერ არჩეული ოსტატი |
| მიმოწერის შეტყობინებები და ფოტოები | მხოლოდ მიმოწერის მონაწილეები* |
| შეფასების ქულა და ტექსტი | ყველა, მაგრამ ავტორის ვინაობა არავის უჩანს, თავად ოსტატსაც კი |
| ვერიფიკაციის დოკუმენტი და სელფი | მხოლოდ თავად ოსტატი და OSTATO-ს ადმინისტრაცია, განხილვის დასრულებამდე |
| ელფოსტა და ტელეფონის ნომერი | მეორე მხარეს არ უჩანს |
| პაროლი | არავის, ადმინისტრაციასაც კი: ის მხოლოდ დაშიფრული სახით ინახება |
* ადმინისტრაცია მიმოწერას მხოლოდ მაშინ ხედავს, როცა მასზე საჩივარი (რეპორტი) შემოვა. ყოველი ასეთი ნახვა აღირიცხება.
4. რისთვის ვიყენებთ
- ანგარიშის, მოთხოვნების, მიმოწერის, ფასის შეთანხმებისა და შეფასებების მუშაობისთვის;
- ოსტატის ვერიფიკაციისთვის (ვერიფიცირებული ოსტატები სიაში პირველები ჩანან);
- push-შეტყობინებებისთვის — თითოეული ტიპის გამორთვა შეგიძლიათ აპში;
- თაღლითობისა და წესების დარღვევის პრევენციისთვის, რეპორტებისა და დავების განსახილველად;
- აპის შეცდომების გასასწორებლად.
5. ნებართვები თქვენს მოწყობილობაზე
აპი ნებართვას ითხოვს მხოლოდ მაშინ, როცა შესაბამისი ფუნქცია გჭირდებათ:
- კამერა — ფოტოს, ვერიფიკაციის დოკუმენტის ან სელფის გადასაღებად;
- ფოტოგალერეა — ფოტოს ასარჩევად;
- ადგილმდებარეობა — მხოლოდ როცა დააჭერთ „ჩემი მდებარეობის გამოყენება“-ს: კოორდინატი ერთხელ ისაზღვრება მისამართის ავტომატურად შესავსებად და არ ინახება;
- შეტყობინებები — push-შეტყობინებების მისაღებად.
უარის შემთხვევაში აპი იმუშავებს, უბრალოდ შესაბამისი ფუნქცია მიუწვდომელი იქნება. ნებართვას მოწყობილობის პარამეტრებში შეცვლით.
6. ვისთან ვიზიარებთ
- მეორე მხარესთან — იმ ოდენობით, რაც სამუშაოსთვის სჭირდება (იხ. 3. თავი).
- სერვისებთან, რომლებზეც აპი მუშაობს:
- Supabase — მონაცემთა ბაზა, ავტორიზაცია, ფაილების საცავი;
- Expo — push-შეტყობინებების გადაცემა;
- Google და Apple — შესვლა ამ ანგარიშებით; Google (Firebase Cloud Messaging) ასევე Android-ზე push-შეტყობინებას აწვდის;
- OpenStreetMap Nominatim — მისამართის ძებნა (იგზავნება აკრეფილი ტექსტი ან, „ჩემი მდებარეობის“ დაჭერისას, კოორდინატი);
- Resend — დასადასტურებელი კოდის გაგზავნა ელფოსტაზე;
- Vercel — ამ ვებგვერდის ჰოსტინგი და მისი ანონიმური სტატისტიკა (რამდენი ადამიანი სტუმრობს, რომელ გვერდებს, რომელი ქვეყნიდან და მოწყობილობიდან), ქუქიების გარეშე.
- უფლებამოსილ ორგანოებთან, თუ ამას კანონი მოითხოვს.
მონაცემებს არ ვყიდით. ზოგიერთი ეს სერვისი მონაცემებს საქართველოს გარეთ ამუშავებს. ვებგვერდი თვალთვალის ან სარეკლამო ქუქიებს არ იყენებს.
7. რამდენ ხანს ვინახავთ
- მონაცემებს ვინახავთ, სანამ ანგარიში არსებობს.
- ანგარიშის წაშლისას იშლება პროფილი, ფოტოები, მიმოწერები, ვერიფიკაციის ფოტოები და აქტიური მოთხოვნები.
- დასრულებული სამუშაოები და მათი შეფასებები რჩება ანონიმიზებული სახით (თქვენი სახელის, მისამართისა და ფოტოების გარეშე), რომ ოსტატის რეიტინგი არ დაზიანდეს.
- რეპორტებს ვინახავთ უსაფრთხოების მიზნით.
- დაუსრულებელი მოთხოვნის მონახაზები ავტომატურად იშლება.
8. თქვენი უფლებები
- პროფილის მონაცემებს თავად ცვლით აპში;
- ანგარიშს შლით აპიდან: პროფილი → ანგარიშის პარამეტრები → ანგარიშის წაშლა (დეტალები);
- push-შეტყობინებებს გამორთავთ აპის პარამეტრებში;
- მონაცემების ასლის ან სხვა მოთხოვნისთვის დაგვიკავშირდით დახმარების გვერდიდან.
9. როგორ ვიცავთ მონაცემებს
- კავშირი დაშიფრულია, პაროლები ინახება მხოლოდ დაშიფრული სახით.
- თითოეული მომხმარებელი ბაზის დონეზე ხედავს მხოლოდ იმას, რაც მას ეკუთვნის.
- მიმოწერისა და მოთხოვნის ფოტოები და ვერიფიკაციის ფოტოები ინახება კერძო საცავში და ჩანს დროებითი ბმულით.
- ადმინისტრაციის ყველა მოქმედება აღირიცხება.
დეტალები: უსაფრთხოება და ნდობა.
10. ცვლილებები და კონტაქტი
მნიშვნელოვანი ცვლილებისას გაგაფრთხილებთ აპში ან ვებგვერდზე. კითხვებისთვის დაგვიკავშირდით გვერდზე დახმარება ან ელფოსტაზე ostatoapp@gmail.com.
