როგორ ავარჩიოთ სანდო ხელოსანი: 7 რჩევა
სახლში ხელოსნის შემოყვანა ნდობის საკითხია: უცნობ ადამიანს უღებთ კარს და ანდობთ სამუშაოს, რომლის შედეგსაც წლების განმავლობაში იყენებთ. რამდენიმე მარტივი წესი ცუდი გამოცდილების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.
1. შეამოწმეთ, ვინ არის
უპირველესად დარწმუნდით, რომ ხელოსანი რეალური, იდენტიფიცირებადი ადამიანია. OSTATO-ზე ვერიფიცირებულ ოსტატს ვინაობა დადასტურებული აქვს — მან პირადობის მოწმობის ფოტო და სელფი გაგზავნა, ადმინისტრაციამ კი ისინი შეამოწმა. ასეთ ოსტატს პროფილზე ლურჯი ნიშანი აქვს.
2. წაიკითხეთ შეფასებები და არა მხოლოდ ვარსკვლავები
საშუალო ქულა ბევრს არაფერს გეტყვით, თუ ის ორ შეფასებას ეყრდნობა. წაიკითხეთ, რას წერენ: დროულად მოვიდა? შეთანხმებული ფასი შეინარჩუნა? სისუფთავე დატოვა? OSTATO-ზე შეფასებას მხოლოდ ის მომხმარებელი ტოვებს, ვისთვისაც ოსტატმა აპის საშუალებით რეალურად შეასრულა სამუშაო — ამიტომ ყალბი შეფასებები აქ ძნელად ხვდება. ყურადღება მიაქციეთ ოსტატის პასუხებსაც: როგორ რეაგირებს კრიტიკაზე.
3. აღწერეთ სამუშაო დეტალურად და დაურთეთ ფოტო
რაც უფრო ზუსტია აღწერა, მით უფრო ზუსტია ფასი. დაწერეთ, რა მოხდა, როდის დაიწყო, რა მოდელია (ქვაბი, ონკანი, სარეცხი მანქანა) და დაამატეთ 2–3 ფოტო. ასე ოსტატი წინასწარ ხვდება, რა სჭირდება, და ადგილზე „მოულოდნელი“ ფასი ნაკლებად გაჩნდება.
4. ფასი წინასწარ — და შეადარეთ რამდენიმე შეთავაზება
სამუშაოს დაწყებამდე იცოდეთ ფასი. OSTATO-ზე ოსტატი კონკრეტულ ფასს თქვენი მოთხოვნის ნახვის შემდეგ გთავაზობთ, ასე რომ შეგიძლიათ რამდენიმე შეთავაზება ერთმანეთს შეადაროთ. ყველაზე იაფი ყოველთვის საუკეთესო არ არის — ფასთან ერთად შეხედეთ შეფასებებს და გამოცდილებას.
5. ნუ გადაიხდით ავანსს
წინასწარ გადახდილი თანხა ყველაზე ხშირი პრობლემის წყაროა. OSTATO-ს პირობებით ოსტატს არ შეუძლია თანხის ან მისი ნაწილის მოთხოვნა სამუშაოს შესრულებამდე, მათ შორის „მასალისთვის“. მასალაზე წინასწარ შეთანხმდით — შეგიძლიათ თავად იყიდოთ. თუ ოსტატი ავანსს მაინც ითხოვს, შეგვატყობინეთ: მიმოწერაში ან მოთხოვნის გვერდზე აირჩიეთ „ავანსი მომთხოვა“.
6. შეთანხმდით წერილობით
ფასი, დრო და რა შედის სამუშაოში — ყველაფერი წერილობით უნდა იყოს. OSTATO-ზე მიმოწერა აპშივე მიმდინარეობს, ასე რომ შეთანხმება ყოველთვის შენახულია, თქვენი ტელეფონის ნომერი კი არავის უჩანს. ზუსტ მისამართს მხოლოდ არჩეული ოსტატი ხედავს.
7. ჯერ შეამოწმეთ, მერე დაადასტურეთ
სამუშაოს ბოლოს ყველაფერი ადგილზე შეამოწმეთ: ჩართეთ, გახსენით, დატვირთეთ. მხოლოდ ამის შემდეგ დაადასტურეთ დასრულება და გადაიხადეთ. თუ რამე რიგზე არ არის, აპში აირჩიეთ „პრობლემა მაქვს“ — საკითხს OSTATO-ს ადმინისტრაცია განიხილავს. ბოლოს კი დატოვეთ გულწრფელი შეფასება: ის სხვებს დაეხმარება.
იპოვეთ ოსტატი თქვენს რაიონში: სერვისები · როგორ მუშაობს OSTATO
